პარასკევი, მაისი 30, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ირაკლი ღარიბაშვილი: მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ქართველი ხალხი წყვეტს როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და განვითარება

29-10-2021

მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ქართველი ხალხი წყვეტს როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და განვითარება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების" ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა შემაჯამებელ აქციაში მონაწილეობის მიღებისთვის და აღნიშნა, რომ გუშინ მისთვისაც ძალიან ემოციური დღე იყო, რადგან პირველად წარსდგა ამდენი გულანთებული პატრიოტის წინაშე.


„გუშინ მართლაც ძალიან ემოციური დღე იყო. ბუნებრივია, ჩემთვისაც ძალიან ემოციური იყო, პირველად წარვსდექი ამდენი გულანთებული ქართველი პატრიოტის წინაშე და მე მინდა თქვენი ეთერის საშუალებით კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, მართლაც ძალიან გენიალურ ხალხს, ჩვენს უნიკალურ ხალხს. ბუნებრივია, ეს იყო ძალიან ემოციური დღე, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ბედს ქართველი ხალხი წყვეტს. გუშინ მთელმა მსოფლიომ გაიგო, ნახა კიდევ ერთხელ, რომ ქართველი ხალხი წყვეტს, როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, განვითარება და ქართველი ხალხი არის ჩვენი ქვეყნის მმართველი. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.