გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში ბავშვთა სოფლის 100-მდე ბენეფიციარი გადამზადდა

29-10-2021

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზებსა და ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ, „საქართველოს sos ბავშვთა სოფლის" 100-მდე ბენეფიციარი გადაამზადა. კომუნიკაციების კომისიამ ტრენინგი თბილისსა და ქუთაისში ჩაატარა.


ტრენინგის ფარგლებში მოზარდებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია და დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოახდინონ ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაცია, ასევე, რა სახის ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს ინტერნეტში და როგორ დაიცვან თავი ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან. მოზარდები ასევე გაეცნენ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ამოცნობის მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, მათ მიიღეს ცოდნა, როგორ უნდა აღმოაჩინონ და ამოიცნონ ყალბი ამბები. აღნიშნული ტრენინგი მათ დეზინფორმაციასთან გამკლავებაში და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებაში დაეხმარებათ.


სემინარის ფარგლებში, მოზარდები გაეცნენ ასევე პროექტს „დავითა", რომლის მიზანია კომპიუტერული თამაშისა და ციფრული ინსტრუმენტების საშუალებით მედიაწიგნიერების დონის ამაღლება.