გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონიას ნინო თანდილაშვილი დაესწრო

29-10-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა.


დაჯილდოების ცერემონიაზე ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ კონკურსი ისეთი საინტერესო ინიციატივების გამოვლენას ისახავს მიზნად, რომელიც ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარებას, უნარჩენო წარმოების წახალისებას და ალტერნატიული საწვავი ენერგიების გამოყენებას უწყობენ ხელს.


„გამოვავლინეთ კომპანია, რომელსაც ძალიან საინტერესო ინიციატივა აქვს მწვანე პროექტების განხორციელების კუთხით. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი ასეთი კონკურსი საშუალებას აძლევს ბიზნესს, რომ უფრო მეტი ინიციატივა შეიმუშაოს და უფრო მეტი წახალისების მექანიზმები შეიქმნას კერძო სექტორში გარემოსდაცვითი მიმართულებით საინტერესო პროექტების განხორციელების კუთხით“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო, „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც არის პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული; ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და ევროკავშირთან თანამშრომლობით ჩატარდა.