გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: გამორიცხულია სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება, ასევე გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის

29-10-2021

გამორიცხულია სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება, ასევე გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინაღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა კანონს პატივს არ სცემს და არ აღასრულებს თავის მოვალეობას.


„აბსოლუტურად არანაირი კომუნიკაცია, არანაირი თხოვნა უკრაინის მხრიდან არ ყოფილა. გამორიცხულია სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება, ასევე გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის. ეს ნიშნავს, რომ იმავე დღეს ჩვენ ყველამ, მთავრობამ უნდა დავწეროთ განცხადება და წავიდეთ სახლებში ან ერთი ან მეორე რომ გავაკეთოთ. იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ კანონს საერთოდ არ ვცემთ პატივს და არ აღვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. უნდათ რომ დადგან თეატრი. მაგიტომ უნდა, რომ გადავიდეს კერძო კლინიკაში, რომ იქ ყოველ დღე იყოს ეს ქაოსი, დაპირისპირება. როგორ წარმოუდგენიათ, რომც გადავიყვანოთ, რომელი გიჟი დაიჯერებს, რომ ჩვენ სააკაშვილს ვინმეს გავატანთ, თუნდაც კერო კლინიკიდან. ჩვენ ყველა საშუალება გვაქვს ამისთვის, სრული მზაობა. ეს არის სრული სისულელე, მაგრამ მე ვამბობ რომ ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველები, თუნდაც ასეთ რისკს არ გავწევთ და მისივე მხარდამჭერებს არ დავაყენებთ საფრთხის ქვეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.