გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: მეორე ტურში ერთ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, რა ურჩევნია მოსახლეობას, მუნიციპალიტეტებში იყოს ჩვენი მერი და იყოს განვითარება, მშვიდობა, სტაბილურობა თუ გაიმარჯვოს „ნაცმოძრაობის" წევრმა და შევიდეს ქაოსი, არეულობა და დესტაბილიზაცია

29-10-2021

მეორე ტურში ერთ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, რა ურჩევნია მოსახლეობას, მუნიციპალიტეტებში იყოს ჩვენი მერი და იყოს სინერგია, განვითარება, მშვიდობა, სტაბილურობა თუ რომელიმე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვოს „ნაცმოძრაობის" წევრმა და შევიდეს ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია და საბოტაჟი, მჯერა, ჩვენი ბრძენი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მომდევნო 3 წელი მისი მთავარი ამოცანა, მიზანი და კონცენტრაცია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში ეკონომიკის განვითარება, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა იქნება.


„მეორე ტურზე კიდევ ერთ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, რა ურჩევნია ჩვენს მოსახლეობას, რომ აი ამ მუნიციპალიტეტებში იყოს ჩვენი კანდიდატი, ჩვენი მერი და იყოს სრული სინერგია, განვითარება, მშვიდობა, სტაბილურობა და მხოლოდ საქმე თუ რომელიმე მუნიციპალიტეტში, ღმერთმა არ ქნას, გაიმარჯვოს „ნაცმოძრაობის" წევრმა და შევიდეს ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია და საბოტაჟი. ამ კითხვაზე, მე მჯერა, ჩვენი ბრძენი ხალხი გადაწყვეტს და ძალიან სწორ არჩევანს გააკეთებს. კამპანიის დროს ჩემს გამოსვლებში ვამბობდი, რომ მომდევნო 3 წელი, მანამ სანამ ჩვენ გვაქვს მართვის მანდატი, ჩემი მთავარი ამოცანა, მიზანი და კონცენტრაცია იქნება მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის განვითარება, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა და განვითარება ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. ამაზე უნდა ვიფიქროთ 24 საათი, რომ ჩვენს ამ დიდებულ ხალხს მაქსიმალურად დავეხმაროთ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.