გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თორნიკე რიჟვაძე: ქარტიამ უკვე დაადგინა ყველაფრის კადრებაში „პირველების" ანუ ტვ პირველის მხრიდან დარღვევა ინფორმაციის სიზუსტის ნაწილში

29-10-2021

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძეს მიმართ ტვ პირველთან ცილისწამებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ უკვე დაადგინა ტვ პირველის დარღვევა ინფორმაციის სიზუსტის ნაწილში.


„მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე. თქვენ იცით, რომ მთელი რიგი ტელევიზიებისა აგრძელებს როგორც სიცრუის ტირაჟირებას, ასევე, სიცრუის გავრცელებას და იცით, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენი მთავრობის წევრს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ბატონ ჯაბა ფუტკარაძეს მოუგონეს გაუგონარი ჭორი, რომელიც ეხებოდა ქრთამის აღებას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როგორც ეთიკის ქარტიაში, ასევე სასამართლოში მომხდარიყო შესაბამისი დავის წარმოება. ქარტიამ უკვე დაადგინა ტვ პირველის, უკაცრავად „პირველების" ყველაფრის კადრებაში დარღვევა ინფორმაციის სიზუსტის ნაწილში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას და ბრძოლას მსგავსი დეზინფორმაციების წინააღმდეგ. მისხალ-მისხალ ყველას მოუწევს ბოდიშის მოხდა კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების მიმართ ყველა მსგავს ცილისწამებასა და დისკრედიტაციაზე" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.