ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
თორნიკე რიჟვაძე: ხელვაჩაურში დაიწყება ახალი სოციალური სახლის მშენებლობა, სადაც 100-მდე ოჯახი ახალ საცხოვრისს მიიღებს

29-10-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა აჭარაში არსებულ უმთავრეს პრობლემებსა და 2022 წლის ბიუჯეტში გათვალიწინებულ იმ ფინანსებსა და პროგრამებზე, რაც ამ გამოწვევებს აღმოფხვრის.


ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრა და ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა უსახლკარო, გეოლოგიური პროცესებით დაზარალებული ოჯახების ბედი. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს დაიწყება ახალი სოციალური სახლის მშენებლობა, სადაც 100-მდე ოჯახი მიიღებს ახალ საცხოვრისს 2 წლის პერიოდში.


ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ფერდსამაგრი სამუშაოების დაფინანსება, რომელიც არის ნომერი პირველი პრობლემა და გამოწვევა მუნიციპალიტეტისთვის, 50% იზრდება. მაღალმთიანი აჭარის კუთხით და ქობულეთის მიმართულებითაც ახალი სატრანსფერო დაფინანსების ნაწილში იგეგმება ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიც გახლავთ სპორტული მოედნები, სარაგბო სტადიონები, სამ მუნიციპალიტეტში მოხდება სამი ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა. განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში მოხდება დაბების კეთილმოწყობა და მათი თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვა. ასევე, იგეგმება რამდენიმე ახალი სკოლის და ბაღის მშენებლობა როგორც მაღალმთიან აჭარაში, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.