გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ტელეკომპანია „პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის საჩივარი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დააკმაყოფილა

29-10-2021

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის საჩივარი, ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტების მიერ, მის მიმართ გავრცელებულ, სამინისტროს შეფასებით ცილისწამებაზე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დააკმაყოფილა.


ამავე საქმეზე ჯაბა ფუტკარაძემ ასევე სარჩელით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რომელიც უკვე წარმოებაშია.


საკითხი ეხება ტელეკომპანია „პირველზე", გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი", გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავდა ჯაბა ფუტკარაძის და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დისკრედიტაციას. საუბარია გასული წლის საქმეზე, რომელიც უკვე დასრულებულია, რომელსაც ყავს მსჯავრდებულები და ეს საქმე საზოგადოებისთვის, შესაბამისი უწყების მიერ, გასაჯაროვებულია.


მიუხედავად იმისა, რომ არც საქმეში არსებული დეტალები და არც სიუჟეტის რესპოდენტები, არ ადასტურებენ არსებულ საქმესთან პირდაპირი, ან თუნდაც ირიბი ფორმით ჯაბა ფუტკარაძის რაიმე ტიპის ჩართულობას და კავშირს, ჟურნალისტმა არათუ ვარაუდის დონეზე, არამედ მტკიცებით ფორმაში დაადანაშაულა, უფრო მეტიც, პირდაპირ ბრალი დადო ჯაბა ფუტკარაძეს ქრთამის აღებაში.


„სიუჟეტში მოცემული მიზანმიმართული ცილისწამება, არის ჩემი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩემი საჩივარის დაკმაყოფილების შემდეგ, სიცრუის მანქანას ამჯერად მოუწევს უკვე სასამართლოს წინაშე აგოს პასუხი, მათ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე.


აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ, კანონით განსაზღვრული პროცედურებით, ვაგრძელებთ ინვესტორებთან კომუნიკაციას, რათა მოვახდინოთ შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზება არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ჩვენს რეგიონში. ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, კანონის ფარგლებში, ეხლაც და მომავალშიც დავეხმარებით"- ჯაბა ფუტკარაძე.