გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში ახალციხის სოფელ ურაველში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

29-10-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი გრძელდება. მარათონის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ახალციხის მუნიციპალიტეტს ეწვია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, სოფელ ურაველში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა.


მარათონის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვთ მათთვის სასურველი ვაქცინით აიცრან. ვაქცინაციის პროცესს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და სამხარეო და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.


აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, 18 ოქტომბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინაციის მარათონი მიმდინარეობს.