გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

24-11-2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალქალაქის რაიონის სოფელ ორჯაში მცხოვრებმა, 1985 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და ადიგენის რაიონის სოფელ სმადას მცხოვრებმა, 1981 წელს დაბადებულმა გ.ხ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს.

სულ ჩაბარებულია: 2 გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, 112 საბრძოლო ვაზნა, 2 ხელყუმბარა, 2 ამფეთქი ფალია, 4 კილოგრამზე მეტი ტროტილი, ტყვიამფრქვევის 1 ვაზნა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის შემადგენელი ნაწილი და სასიგნალო პისტოლეტის 5 ვაზნა.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.