სამშაბათი, აპრილი 08, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ყვარელში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

26-04-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

მას ბრალი ედება პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმაში.


დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული ანალოგიური დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.



გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილს გ.მ. ქალაქ ყვარელში, ერთ-ერთ ქუჩაზე საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გიორგი ქანდაურიშვილმა, რომელიც იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობის ასრულებდა, მას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. გ.მ. პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თავს დაესხა და დანით სხეულზე 2 ჭრილობა მიაყენა. დაჭრილმა სამართალდამცველმა შეძლო თავდამსხმელის განიარაღება და დაკავება.



ამ დროისთვის გიორგი ქანდაურიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.



იმავე საღამოს, დაკავებული გ.მ.-ს ძმა -ა.მ., თანასოფლელებთან ერთად, პოლიციის შენობასთან მივიდა, უცენზურო სიტყვებით საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და ძმის გათავისუფლებას ითხოვდა. იგი არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, წესრიგი დაეცვა და შენობის ეზო დაეტოვებინა. სამართალდამცველებმა ა.მ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ადგილზე დააკავეს. იგი სასამართლომ 400 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა.



გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმას გულისხმობს.


დაკავებულ 22 წლის გ. მ-ს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.


მოლაშვილის დეიდა, ნონა მებზევიშვილი ამბობს, რომ პოლიციელმა, გიორგი ქანდაურიშვილმა მისი დისშვილი ცემა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავი გიორგი მოლაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

"პია"