გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნატახტარი მესტიის მიმართულებით ფრენა 25 ლარით გაძვირდა, თბილისი-ბათუმი 35-ით

26-04-2018

დღეიდან საქართველოში შიდა ფრენები გაძვირდა. ნატახტარი მესტიის მიმართულებით ბილეთის ღირებულება 25 ლარით გაიზარდა და 26 აპრილიდან, 65 ლარის ნაცვლად 90 ლარი ღირს.

ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით ფრენა 10 ლარით გაძვირდა და 40-ის ნაცვლად 50 ლარია. თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები 35 ლარით გაძვირდა და 90 ლარის ნაცვლად 125 ლარი ღირს.

გაერთიანებული აეროპორტების ინფორმაციით, უცვლელი დარჩა ფრენის ღირებულება მხოლოდ ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით, რომელიც 50 ლარი ღირს.

ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით ავიარეისები ყოველდღე სრულდება შაბათის გარდა. ფრენის ხანგრძლივობა 1 საათია.

ქუთაისი - მესტია და მესტია - ქუთაისის მიმართულებით ავიარეისები ორშაბათსა და პარასკევს სრულდება. ქუთაისის აეროპორტიდან ფრენა 12:00 საათზეა, ფრენის ხანგრძლივობა 30 წუთია.

2017 წლის 11 თვეში, მესტიის აეროპორტი 6 881 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 899 მგზავრით, 72.80%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ 11 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (3 982).

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების კიდევ ერთ, ამბროლაურის აეროპორტს, 2017 წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე 1 687 მგზავრს მოემსახურა.

reginfo.ge