გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გურჯაანში ერთი პირისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის სლოტ კლუბის დაცვის წევრებისთვის პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

26-04-2018

პროკურატურა ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გურჯაანში არსებული შპს ,,ვეგას“ სლოტ კლუბის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისთვის პატიმრობას ითხოვს.
ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა,რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ სასამართლო განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულებს დ.ა.-ს და შ.ე.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 16 აპრილს, ქ. გურჯაანში, შპს ,,ვეგას“ სლოტ კლუბის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დ.ა.-მ და შ.ე.-მ სლოტ კლუბში მომხდარი შელაპარაკებისას, სახის და თავის არეში მუშტის მრავალჯერადი დარტყმით, სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენეს ვ.მ.-ს, რომელიც ამჟამად იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში კომატოზურ მდგომარეობაში. 
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით ითვალისწინებს“- ნათქვამია განცახდებაში.