გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რატი ბრეგაძე: დროა, ჩამოძვრნენ მაგიდებიდან და პატივი სცენ იმ სამართლებრივ წესრიგს, რომელიც არის ქვეყანაში

1-11-2021

„როდესაც ხედავ, რომ ბარიერი არის, რომელსაც, წესით, ვერ უნდა მისწვდე, კეთილი უნდა ინებო როგორც ადვოკატმა, ისე ნებისმიერმა სხვა პირმა და მაგიდაზე ფეხებით არ უნდა დადგე", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი Live"-ის ეთერში ადვოკატების სააკაშვილთან შეხვედრებზე საუბრისას განაცხადა.


„ბარიერის აწევასთან დაკავშირებით იყო საუბარი, თითქოსდა რომელიმე უფლება ირღვეოდა. აბსოლუტურად არცერთი უფლება არ არის დარღვეული. კოვიდრეგულაციების გამო ისინი უნდა შეხვდნენ ბარიერს მიღმა; მათ აქვთ, რა თქმა უნდა, იმ კორესპონდენციის გაცვლის შესაძლებლობა, რომელიც ეხება უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეებს და როდესაც ხედავ, რომ ბარიერი არის, რომელსაც, წესით, ვერ უნდა მისწვდე, კეთილი უნდა ინებო როგორც ადვოკატმა, ისე ნებისმიერმა სხვა პირმა და მაგიდაზე ფეხებით არ უნდა დადგე და არ უნდა ეცადო, რომ დაახლოებით ფრენბურთის ბურთის მსგავსად შეეცადო, გადააწოდო კორესპონდენცია, იმიტომ, რომ ამით კიდევ ერთხელ ვამბობ – ისინი საფრთხეს უქმნიან უშუალოდ მსჯავრდებულსაც, რადგან ის შუშა რომ გადაყირავდეს და, ვთქვათ, ვინმე დაზიანდეს, მერე იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა. სწორედ ამიტომ მათ გავუკეთეთ, ძალიან ცივილური ფორმით როგორ უნდა მიაწოდონ და დროა, ჩამოძვრნენ მაგიდებიდან და პატივი სცენ იმ სამართლებრივ წესრიგს, რომელიც არის ქვეყანაში", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.