გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მოუთმენლად ელის სამიტის თამამ და მასშტაბურ შედეგებს, რაც მკვეთრად წასწევს წინ ჩვენს კოლექტიურ ამბიციას კლიმატის სფეროში და დაგვეხმარება პანდემიიდან გამოსვლაში უფრო მწვანე, უფრო ძლიერი და მეტად უსაფრთხო შედეგებით, ვიდრე

1-11-2021

საქართველო მოუთმენლად ელის სამიტის თამამ და მასშტაბურ შედეგებს, რაც მკვეთრად წასწევს წინ ჩვენს კოლექტიურ ამბიციას კლიმატის სფეროში და დაგვეხმარება პანდემიიდან გამოსვლაში უფრო მწვანე, უფრო ძლიერი და მეტად უსაფრთხო შედეგებით, ვიდრე ოდესმე გვქონია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს სურს კონვენციის ფარგლებში ყველაზე ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს, როგორც მის პრეამბულაშია გაწერილი და ამგვარად მოახდინოს რეაგირება ამ უნიკალურად გლობალურ გამოწვევაზე.

„ნება მიბოძეთ აღვნიშნო, რომ ეს სამიტი კრიტიკული მნიშვნელობისაა ჩვენი ეროვნული და რეგიონული ინტერესებისთვის.


ყველა ქვეყნის თანაბარი გეოგრაფიული წარმომადგენლობა, სუვერენული თანასწორობა და ღირსება გაერთიანებული ერების ძირეული, ფუნდამენტური პრინციპებია.


საქართველოს სურს კონვენციის ფარგლებში ყველაზე ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს, როგორც მის პრეამბულაშია გაწერილი და ამგვარად მოახდინოს რეაგირება ამ უნიკალურად გლობალურ გამოწვევაზე.


საქართველო მადლობას უხდის სამიტის პრეზიდენტ ქვეყანას და ყველა ჩართულ მხარეს თანაგრძნობის სულისკვეთებისთვის და წინსვლის სურვილისთვის, რათა სამიტის დღის წესრიგით შემოთავაზებული წინადადებები შესრულდეს, მათ შორის თანაბარი გეოგრაფიული წარმომადგენლობის საკითხის დაკმაყოფილებით.


საქართველო მოუთმენლად ელის სამიტის პრეზიდენტ ქვეყანასთან და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ამ საკითხების მოსაგვარებლად თანამშრომლობის, გამჭვირვალობისა და თანასწორობის საფუძველზე. ამ ბრძოლაში არავინ უნდა გამოგვრჩეს.


საქართველო მოუთმენლად ელის წინამდებარე სამიტის თამამ და მასშტაბურ შედეგებს, რაც მკვეთრად წასწევს წინ ჩვენს კოლექტიურ ამბიციას კლიმატის სფეროში და დაგვეხმარება პანდემიიდან გამოსვლაში უფრო მწვანე, უფრო ძლიერი და მეტად უსაფრთხო შედეგებით, ვიდრე ოდესმე გვქონია. მომავალ თაობას ჩვენი იმედი აქვს და ჩვენ დანაპირები უნდა შევუსრულოთ", - განაცხადა პრემირ-მინისტრმა.