გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მაია ბითაძე: მოწოდებები, რომელიც პრემიერის მიერ გაეროს კლიმატის ცვლილების 26-ე სამიტზე გაისმა და მაღალი დონის შეხვედრები, კიდევ ერთი ნაბიჯია გლობალურ-სამართლებრივ სისტემაში და გლობალურ ურთიერთობებში საქართველოს ინტეგრაციისთვის

2-11-2021

ის მოწოდებები, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ მაღალი ტრიბუნიდან გაისმა გაეროს კლიმატის ცვლილების 26-ე სამიტზე, ის მაღალი დონის შეხვედრები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწარმოებს გლაზგოში, კიდევ ერთი ნაბიჯია წინ გლობალურ-სამართლებრივ სისტემაში და გლობალურ ურთიერთობებში საქართველოს ინტეგრაციისთვის- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


ბითაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იმ სამომავლო გამოწვევებს ეხება, რომელიც ჩვენს ქვეყანას კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე შეიძლება ჰქონდეს, ეს კი პირდაპირ და ირიბად აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე.


„მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს გლაზგოში. შეგახსენებთ, პრემიერი ესწრება კლიმატის ცვლილების 26-ე სამიტს. დაახლოებით 120 ქვეყნის მეთაურია წარმოდგენილი ამ სამიტზე და გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პრემიერის ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდება მაღალი ტრიბუნიდან, რომელიც ეხება მათ შორის საქართველოს სამომავლო განვითარებას იმ გლობალური გამოწვევების ფონზე, რაც აწუხებს მსოფლიოს როგორც გლობალურ, ასევე რეგიონულ დონეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის როგორც ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე კეთილდღეობისა და ზოგადად, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს სინერგიული თანაარსებობისთვის. მე მინდა მივესალმო დღეს ამ დარბაზში მყოფი ყველა ოპოზიციონერის ჯანსაღ მოწოდებას, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან. ასევე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო, რომ პრემიერის ვიზიტი სწორედ იმ სამომავლო გამოწვევებს ეხება, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, პირდაპირ და ირიბად აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ის მოწოდებები, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ მაღალი ტრიბუნიდან გაისმა კლიმატის ცვლილების 26-ე სამიტზე, ის მაღალი დონის შეხვედრები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწარმოებს გლაზგოში, კიდევ ერთი ნაბიჯია წინ გლობალურ-სამართლებრივ სისტემაში და გლობალურ ურთიერთობებში საქართველოს ინტეგრაციისთვის, სადაც არის ძალიან ხელშესახები და ხელმოსაჭიდი პროცესები, რომელსაც საქართველომ მხარი უნდა აუბას და როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერი ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი მნიშვნელოვან დელეგაციასთან ერთად. წარმატება მინდა ვუსურვო მას თქვენთან ერთად",- განაცხადა მაია ბითაძემ.