გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სკოლის მოსწავლეებისათვის კონკურსს აცხადებს

2-11-2021

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სკოლის მოსწავლეებისათვის აცხადებს კონკურსს „ დახატე ისტორია“ . - თემა: აჭარაში არსებული ისტორიული ძეგლი ან მუზეუმში დაცული ექსპონატი.


"უპირატესობა მიენიჭება ნამუშევრებს, რომელთაც შესაძლოა ახლდეს სიუჟეტური განვითარება. ( მაგ: ძეგლთან დაკავშირებული რომელიმე ისტორიული ფაქტის გაცოცხლება) - ნამუშევარი უნდა შესრულდეს A4 ზომის ფურცელზე; - სურვილისამებრ შეარჩიეთ მასალა (ფანქარი, ფლომასტერი,საღებავი) - ნახატს გადაუღეთ ფოტო (ნახატი შეინახეთ), მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ნომერი და გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@ajaraheritage.ge ან სააგენტოს Facebook გვერდზე: (https://www.facebook.com/AjaraHeritage) - ერთი პირის მიერ შესაძლებელია ერთზე მეტი ნამუშევრის გამოგზავნა; გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ასაკობრივ კატეგორიაში (7-იდან 11 წლამდე; 11-დან 15 წლამდე; 15-იდან 18 წლამდე;) კონკურსში გამარჯვებულებს სააგენტო გადასცემს სიგელებს და სამახსოვრო საჩუქრებს. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 5 დეკემბერი; გისურვებთ წარმატებას!" - აცხადებენ სააგენტოში.