26-04-2018
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული გიორგი ზარქუა დღეს ფოთში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდს ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და ადგილობრივი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს სეპარატისტების მიერ დახვრეტილი გიორგი ზარქუას ოჯახის მოთხოვნა იყო, რომ ის ფოთში დაეკრძალათ.
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტის ამოცნობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა.გაუჩინარებული მებრძოლების ნეშტებს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
რადიო "ათინათი"