გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველო გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) ფარგლებში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას „მაღალი ამბიციის კოალიცია“ მიუერთდა

3-11-2021

საქართველო გლაზგოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) ფარგლებში წარმოდგენილ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას „მაღალი ამბიციის კოალიცია“ მიუერთდა.

 

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, მსოფლიო ლიდერების სამიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა  „მაღალი ამბიციის კოალიციის” პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კლიმატის კრიზისთან ბრძოლაში ქვეყნების ამბიციის გაზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს კლიმატის ცვლილების საკითხებში, ჯონ კერის აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს სრული მზადყოფნა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად.

 

დეკლარაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

https://www.highambitioncoalition.org/statements/cochair-summary-april-2021-9n7c5-z7kxl-733k4-49h35