26-04-2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის 28 და 29 აპრილს, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92–ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოებისა და დასუფთავების გამო, ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.