გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 20 ფაქტი გამოავლინეს

4-11-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის 20 ფაქტი გამოვლენილია ახმეტის, ლაგოდეხის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში.


მოქალაქეებმა სოფლების - ხევისჭალა, საბერო, ახალსოფელი, ჭიაური, ჭერემი, ზემოკაჭრეთი, ნინოწმინდა - მიმდებარეტყეებში და შპს „ფაუნას“ ტერიტორიაზეუკანონოდ მოიპოვეს,დაახლოებით, 13 კუბური მეტრი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.


კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვებების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი ოქმები შეადგინეს.