გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

4-11-2021

კასპში, მიკრორაიონის დასახლებაში დასასვენებელი სკვერის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ადგილზე დაათვალიერა.


მიკრორაიონის დასახლებაში, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინებია განთავსებული, დასასვენებელი და გასართობი სივრცე არ არსებობს.
მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდებისთვის მიცემული პირობა შეასრულა და სკვერის მშენებლობა დაიწყო.


შემოიღობა სკვერის ტერიტორია, მოეწყო ბორდიურები, სასმელი წყლის ონკანები.


დასასვენებელი სივრცის მოწყობა 2091,8 კვადრატულ მეტრზე ხორციელდება. სკვერში განთავსდება დასაჯდომი სკამები, საფეხმავლოები, საბავშვო ატრაქციონები, ღამის ლამპიონები, 2 სასმელი წყლის ონკანი და დაირგვება ხეები.


"ჩვენი მიზანი მწვანე და გასართობი სივრცის მოწყობაა ქალაქსა და სოფლებში. წელს დავგემეთ მიკრორაიონში, სოფელ ხოვლესა და თელიანში გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერების მოწყობა. მომავალ წელს კი სხვა ლოკაციებზე გავაგრძელებთ დასასვენებელი სივრცეების მოწყობას" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.