4-11-2021
აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი ოთხი ბენეფიციარი კოლეჯ „მოდუსში“ პროფესიული გადამზადების ორთვიან კურსს გაივლის.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს საჩუქრად შედუღების აპარატები გადაეცემათ.
დღეს, პროგრამის მონაწილეებს აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, ,,საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის” დირექტორ ვახტანგ ფოჩხუათან ერთად შეხვდა და სასწავლო პირობებს ადგილზე გაეცნო.
პროფესიული გადამზადების პროგრამა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ფონდის „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ და კოლეჯ „მოდუსი“-ს თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამის მიზანია დევნილი ბენეფიციარების სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა.