გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპში, ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა

4-11-2021

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ კასპის საჭიდაო დარბაზში იოსებ მაღალაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩაატარა. ტურნირი გაიმართა 2003 და 2005 წლებში დაბადებულთა შორის.


წონითი კატეგორიების მიხედვით კასპიდან პრიზიორები გახდნენ: ლევან მამულაშვილი (I ადგილი), ალეკო ხიზამბარელი და ვალერი იარღანაშვილი (II ადგილი), გიორგი ხიზამბარელი, ნუგზარ გელხაური და თორნიკე გორჯოლაძე (III ადგილი).


ტურნირს ესწრებოდა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობა სამბოში იოსებ მაღალაშვილი, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი ოთარ ყურაშვილი.