გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ თალაკვაძე: ხმაური ამოიწურება, ვინაიდან ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს, როცა არჩევნები წააგე და ამბობ, არ მინდა ვიყო ოპოზიცია - უნდა შეეგუონ, რომ რჩებიან ოპოზიციაში

4-11-2021

ხმაური ამოიწურება, ვინაიდან, არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს იმას, რომ არჩევნები წააგე და მერე ამბობს, რომ არ მინდა ვიყო ოპოზიცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც უპასუხა ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.


მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დემოკრატიული არჩევნები და სიმშვიდე არ სურს, თუმცა მოუწევთ შეეგუონ ფაქტს, რომ რჩებიან ოპოზიციაში.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, პრემიერ - მინისტრიც, პარტიის თავმჯდომარეც, პარლამენტის თავმჯდომარეც და პოლიტიკური გუნდის წევრებიც, რომ არჩევნების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია შეეცდება, დახატოს სურათი თითქოს ქვეყანაში ისევ არის არეულობა დესტაბილიზაცია. ჩვენ ვუთხარით საზოგადოებას, რომ არჩევნებიდან დაახლოებით ერთ თვეში ეს ხმაური იქნება და ეს ხმაური ამოიწურება, ვინაიდან, არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს იმას, რომ არჩევნები წააგე და მერე ამბობს, რომ არ მინდა ვიყო ოპოზიცია, მაინცდამაინც მინდა, რომ გავიმარჯვო, ოღონდ არჩევნებით ვერ გავიმარჯვებ, რაღაც ფორმით მინდა გავიმარჯვო. ეს არის დემოკრატიული ფორმის წინააღმდეგ.


ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ხალხს არ უნდა დემოკრატიული არჩევნები. ამ ხალხს მართლაც არ უნდა ქვეყანაში სიმშვიდე, მაგრამ უნდა შეეგუონ იმას, რომ არჩევნების კიდევ ერთხელ დამარცხების შემდეგ მათი რეალობა, მოცემულობა გახლავთ ის, რომ ისინი რჩებიან ოპოზიციაში. დამარცხდნენ არჩევნებში და წააგეს მათ მიერ გამოცხადებული რეფერენდუმი, რომელსაც ასე მაღალფარდოვნად გვაყვედრიდნენ და იმუქრებოდნენ, რომ რეფერენდუმი მაინც იქნება. ფაქტია, რომ რეფერენდუმიც წააგეს, ჩვენ ვთქვით, რომ მინიმუმ 47%-ს ავიღებთ და გავიმეორეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგი და ადგილობრივმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მიღებული შედეგი გახლდათ მართლაც ლეგიტიმური”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.