გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: სამი ლიტრი ლიმონათი რომ დავლიო, მეც გავხდები ცუდად

5-11-2021

მე ვიცი, რომ ეს კაცი სვამს და ჭამს, ამაზე მთელი ციხე ლაპარაკობს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.


„სამი ლიტრი ლიმონათი რომ დავლიო, მეც გავხდები ცუდად. სამი ლიტრი ლიმონათი უნდა კაცს და სვამს, ვერაფერს უზამ, ესეც პატიმრის უფლებაა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, სააკაშვილი არის პატიმარი, მას აქვს შეფარდებული შესაბამისი სასჯელი და ბოლომდე უნდა მოიხადოს.


„კაცი თავის ნებით შიმშილობს ყოვლად უსაფუძვლოდ, საბაბიც კი არ აქვს ამისთვის და თურმე სხვა კლავს. შეწყვიტოს შიმშილობა და დასრულდება ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.