გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თეა წულუკიანი: ქართული ოცნების“განმტკიცებას ყველაზე კარგად ბიძინა ივანიშვილი შეძლებს

26-04-2018

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თავისი განვითარების გადამწყვეტ ეტაპზე დგას.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი პარტიის განმტკიცებასა და გაძლიერებას ყველაზე უკეთ შეძლებს.

„პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ დგას თავისი განვითარების გადამწყვეტ ეტაპზე, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ პარტიის განმტკიცებას, გაძლიერებას და იმ ღირებულებების გარშემო ყველას გაერთიანებას, რომელი ღირებულებებიც ჩვენ 2011 წლიდან გვაერთიანებს, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად შეძლებს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უხელმძღვანელებს პარტიას თავმჯდომარის რანგში. 
ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილების მიღების ინიციატივით, როგორც დღეს თავადაც განმარტა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავად პრემიერ-მინისტრმა მიმართა და დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამ შეთავაზებას ბატონი ბიძინა დათანხმდა“- განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სტატუსით ბრუნდება.