გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში, გაბაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

5-11-2021

ქალაქ კასპში გაბაშვილის ქუჩის მოასფალტება-რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა.
ქუჩაზე მოეწყო ბეტონის ჭები და სანიაღვრე კიუვეტები, ამჟამად კი ერთ-ერთი ჩიხის ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.


გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ აწარმოებს და მასზე 289 750 ლარი დაიხარჯება.


პროექტი ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.


"საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია. გაბაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ქუჩის მოწესრიგებას ითხოვდნენ, რომელიც დისკომფორტს უქმნიდა ტრანსპორტსაც. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კეთილმოწყობილი ქუჩით ისარგებელბენ" - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.