გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბესიკ ამირანაშვილი და ირაკლი ლაზარაშვილი ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

5-11-2021

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მშენებელი კომპანიების, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა № 124-ში და ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.


ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა № 124-ში, საბავშვო ბაღის, ახალგაზრდული ცენტრების, კულტურის სახლისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ჯამში, 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება.


ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში კი გათვალისწინებულია მისასვლელი გზის, პარკინგის, სპორტული მოედნების, სკვერის, საბავშვო გასართობი ატრაქციონების, ველო და საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა.


ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 276 600 ლარით ფინანსდება.