5-11-2021
ბოლნისის სოფელ რატევანში შიდა გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში ობიექტზე გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის მოეწყობაც.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების“ ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 650 000 ლარს შეადგენს.
ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კონსტანტინე კორძაძე გაეცნენ.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, ჩვენს სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. სოფელ რატევანში შიდა გზის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს და სულ მალე ადგილობრივები კომფორტული გზით სარგებლობას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ სოფელში შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოები 2020 წელსაც განვახორციელეთ და ეს პროცესი სოფელში სამომავლოდაც გაგრძელდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.