გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახა კალაძე: პრემიერი თანამდებობას არ დატოვებს

26-04-2018

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქვეყნის განვითარებაში პარტიული როლის გაძლიერებას ემსახურება.
მისივე თქმით, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობას არ დატოვებს.

„დაბრუნების გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენ გვინდა პარტიული როლი ქვეყნის განვითარებაში კიდევ უფრო გავაძლიეროთ ახალი იდეებით და შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ პარტიული ცხოვრება. 
გიორგი კვირიკაშვილი არ შეიცვლება. ის პრემიერ-მინისტრისა და გააგრძელებს თავის საქმიანობას“- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო.