გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რატი ბრეგაძე სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაზე: რა არის წამება?! – ის, რომ შემოსახლებისთანავე მივეცით ტელევიზორი, მაცივარი?! ის, რომ მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე დღე და ღამე ზრუნავს ციხის პერსონალი?!

6-11-2021

„ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელმაც ციხეებში წამება და არაადამიანური მოპყრობა დაასრულა", – იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, პატიმარ სააკაშვილის უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად არის დაცული. რატი ბრეგაძის განცხადებით, პენიტენციური სამსახური ხელმძღვანელობდა, ხელმძღვანელობს და მომავალშიც იხელმძღვანელებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.


„როდესაც საუბარია თითქოსდა გაუმართლებელ უარზე, მესამე მუხლზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, მაშინ განვმარტოთ – რა არის წამება?! – ის, რომ პატიმარს შემოსახლებისთანავე მივეცით ტელევიზორი, მაცივარი?! ის, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს ციხის კვალიფიციური პერსონალი და მისი და სხვა პატიმრების უსაფრთხოების დასაცავად დღე და ღამე ათენებენ?! რა იგულისხმება არაადამიანურ მოპყრობაში?! – ის, რომ მას უკვე 130-მდე ვიზიტორი ჰყავდა?! ის, რომ მასთან შეუზღუდავად შედიან უფლებადამცველები, დეპუტატები და სხვა სახელმწიფოს – უკრაინის წარმომადგენლები, რომელთა შეშვების ვალდებულება ჩვენ – თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ არ გვაქვს. შევეცადეთ, რომ მისი უფლებების სრულად რეალიზება მოხდეს და ეს არის წამება?! – განაცხადა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში.