გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზესტაფონში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

26-04-2018

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა საგაზაფხულო ხვნის სამუშაოებს ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, ზესტაფონის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 550 ჰექტარი მიწის ფართობი. 
სამუშაოები აქტიურად გრძელდება სოფელ პირველ სვირში, სადაც შპს „მექანიზატორის“ 1 ერთეული ტრაქტორით 2 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება.
საგაზაფხულო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ ზესტაფონის სერვისცენტრში 52 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში.
შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.