გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით საქართველოს იტალიელი კლიმატოლოგი ეწვია

6-11-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი ეწვია. ვიზიტის მიზანია, UNESCO-ს ეგიდით, სამონასტრო კომპლექსში დამატებითი კვლევების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის შედგენა,
რათა გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოსაფხვრელად მთავარი სამოქმედო გეგმა შემუშავდეს.


ვიზიტი რამდენიმე დღე გაგრძელდება. კლიმატოლოგ მასარისთან ერთად ექსპერტთა დელეგაციაშია მარიო პულიერი, რომელიც გელათის კედლის მხატვრობაზე მიმდინარე თვის ივნისში განხორციელებული საექსპერტო დასკვნის ერთ-ერთი ავტორია.


ალესანდრო მასარის ვიზიტის მიზანია ტაძარში არსებული კლიმატური პირობების შესწავლა და კედლის მხატვრობის მდგომარეობასა და მიკროკლიმატურ პირობებს შორის კორელაციის დადგენა, ხოლო კედლის მხატვრობის სპეციალისტი მოახდენს ტაძრის ფრესკების მდგომარეობის მონიტორინგს, რის
შედეგადაც დაიდება შესაბამისი დასკვნები.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს მოწვევითა და ინიციატივით, UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისს შედგა, რომლის დროსაც ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები: მარიო პულიერი,
ვინჩენცო ჩენტანი; ძეგლის გადახურვის სპეციალისტები: უგო ტონიეტტი, სარა სტეფანინი) ადგილზე შეისწავლა გელათში არსებული მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში სამინისტროს საექსპერტო დასკვნები წარუდგინა, სადაც ასახული იყო არსებული მდგომარეობა და ექსპერტთა რეკომენდაციები.