გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამთა მეგრელიშვილი: სანამ ოპომედია ირწმუნება, რომ საქართველოდან გასაქცევად ემზადება, მანამდე ბიძინა ივანიშვილი კვლავ საჩუქრად, კვლავ საქართველოსთვის ახალ გრანდიოზულ პროექტს აფინანსებს

7-11-2021

სანამ ოპომედია ირწმუნება, რომ საქართველოდან გასაქცევად ემზადება, მანამდე ბიძინა ივანიშვილი კვლავ საჩუქრად, კვლავ საქართველოსთვის ახალ გრანდიოზულ პროექტს აფინანსებს, - ამის შესახებ თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


იგი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ კიდევ ერთ პროექტზე საუბრობს, რომელიც წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის საშენის აშენებას ითვალისწინებს.


„სანამ ოპომედია - „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და მთელი ოპოზიციური სპექტრი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად საქართველოდან გასაქცევად ემზადება, მანამდე ბიძინა ივანიშვილი კვლავ საჩუქრად, კვლავ საქართველოსთვის ახალ გრანდიოზულ პროექტს აფინანსებს!

მისი და მისი ოჯახის სურვილითა და ფინანსური უზრუნველყოფით საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტში გადაშენების პირას მყოფი, წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის საშენი შენდება.


ძირითადი სამუშაოები უკვე დაწყებულია, დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა და რაც მთავარია, კოლხური ხოხბის საშენის დასრულების შემდეგ, ადგილი შეიძენს ტურისტულ და ბიზნეს დატვირთვას.


სამ მილიარდს (ზოგადად ქველმოქმედებაში) + სამი მილიონი ევრო (ქუთაისის უნივერსიტეტი) + ეს ახალი უნიკალური პროექტი = ერთი ოჯახის წილად უდიდეს ქველმოქმედებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ საქართველოს!
ჰგავს ეს კაცი სადმე გამქცევს?!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.