გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ტყიბულში წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა

8-11-2021

ტყიბულში, წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა და უახლოეს პერიოდში სატესტო რეჟიმში დაიწყებს ფუნქციონირებას.


მიმდინარე პროცესებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მუნიციპალიტეტის მერს ობიექტი ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტყიბულის სერვის-ცენტრის მენეჯერმა გიორგი ჭოლაძემ დაათვალიერებინა და მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, ტყიბულში ახალი თანამედროვე ტიპის სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობა აშენდა, რომელიც აღიჭურვა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური დანადგარებით. სასმელი წყალი გაიწმინდება ე.წ. მემბრანული წესით და ახალი ტექნოლოგიური ციკლის შედეგად გამომუშავებული წყალი სრულად აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ ნორმებს. პროექტის მეორე ფაზა მოიცავს ქალაქის მოსახლეობის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას, რომლის პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და დასრულების შემდეგ, 2022 წელს გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება. პარალელურად მუშაობა დაწყებულია გაბრიაძის, ფიროსმანის და ჭავჭავაძის ქუჩების წყლის პრობლემის გადაჭრის საკითხზეც. გვალვის დროს, დებეტის არარსებობის გამო, აღნიშნულ ქუჩებს წყალი შეზღუდვით მიეწოდებათ. ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებულია, 1200 მეტრზე სარეზერვო ლითონის მილი მიყვანილია რეზერვუარში და მომავალ წელს დაგეგმილია სატუმბო სადგურის მშენებლობა, რის შედეგადაც გაბრიაძის, ფიროსმანის და ჭავჭავაძის ქუჩებზე წყლის მიწოდება და ხარისხი გაუმჯობესდება. ტყიბულში, სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი გამოიყო. სამუშაოები „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაკვეთით ხორციელდება.