გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ზესტაფონის მერს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ

26-04-2018

ზესტაფონში მუნიციპალიტეტის მერს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საკრებულოს წევრმა "პატრიოტთა ალიანსიდან" გიგა გაბრიჭიძემ ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, კახაბერ მახათაძემ ბიუჯეტიდან, საკუთარი კეთილდღეობისთვის 36 496 ლარი დახარჯა. ამ თანხით საკუთრი კაბინეტისთვის ახალი მაგიდა შეუკვერთა, მოაწყო კანცელარია, საკუთარ რესტორანში კი ბიუჯეტიდან თანხას რიცხავს.

გაბრიჭიძის თქმით, ამ ფონზე ზესტაფონში მაცხოვრებლებს, ქალაქი მერმა მატერიალური და სოციალური დახმარებები მოუხსნა.

ზესტაფონის მერიაში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ მერიის შენობაში, მოქალაქეების კომფორტისთვის ჩატარებული სარემონტო სამუშაოები და შიდა სატელეფონო ქსელის მოწესრიგება ფუფუნებას არ წარმოადგენს.

"ქუთაისიპოსტი"