გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოში 71 სკოლას შენობა არ აქვს

26-04-2018

საქართველოში 71 საჯარო სკოლის მოსწავლეები  კერძო სახლებში, საბავშვო ბაღებში, საკრებულოებსა და სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობაში, მათ შორრის მაღაზიის შენობაშიც კი სწავლობენ. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ სკოლებს თავიანთი შენობები არ აქვთ. ინფორმაციას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოზე დაყრდნობით edu.aris.ge ავრცელებს.

სკოლებიდან მოსწავლეები სხვა ადგილას შენობების ავარიულობისა და ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო არიან გადაყვანილები.

სკოლების ნაწილისთვის სააგენტოს 2018 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტირება, ნაწილისთვის კი 60-ბავშვიანი მცირეკონტინგენტიანი სკოლის პროექტირება/მშენებლობა.

imedinews.ge