გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე სოფელ ფრეზეთისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს

26-04-2018

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით სოფელ ფრეზეთს შესაძლოა, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს.
აღნიშნული ინიციატივა მაჟორიტარმა დეპუტატმა, დღეს რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზედააყენა, რომელიც მცხეთაში ჩატარდა.
ხუნდაძის განცხადებით, სოფელი ფრეზეთი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მისაღებად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
„სოფელიფრეზეთი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომ მას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ქონდეს დაყველა ის სარგებელი მიიღოს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. იცით, რომ სოფელში ჩასახლებულები არიან იძულებითგადაადგილებული პირები, შესაბამისად, დევნილი მოსახლეობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი კრიტერიუმი, კერძოდ დემოგრაფია ფრეზეთშიმაღალ მაჩვენებლად ითვლება, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ვერ ღებულობს”- განაცხადა ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარეს ზაზა გაბუნიას სთხოვა, აღნიშნულისაკითხი „მთის ეროვნულ საბჭოში“ დააყენოს. კომიტეტის თავჯდომარე კი დაპირდა, რომ საბჭოში აღნიშნული ინიციატივის რეკომენდატორიიქნება