გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

უგულავა სააკაშვილის მიერ ციხის თანამშრომლის ცემის ფაქტს ადასტურებს? - "თუ ეგეთი მაგრები ხართ გლდანში თქვენ თანამშრომელს "ღრანჭში რომ მოადეს" ის რატომ არ გამოაქვეყნეთ...

9-11-2021

დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა იუსტიციის მინისტრის განცხადებებს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მასალებს "რეალითი შოუს" უწოდებს, თუმცა, ამავდროულად, სავარაუდოდ, ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


"თუ ეგეთი მაგრები ხართ, გლდანში რომ მიიყვანეთ და იქ რომ ჩხუბი მოხდა და "ღრანჭში რო მოადეს" ვიღაცას, თქვენ თანამშრომელს, ის რატომ არ გამოაქვეყნეთ. თან იძახის, რომ საქმე უნდა აღვძრაო... თუ "რეალითი შოუა", გვანახეთ ბოლომდე "რეალითი შოუ"- განაცხადა უგულავამ "მთავარი არხის" კორესპონდენტთან საუბრისას.


მანვე, სააკაშვილის მიერ რუსთავის საპყრობილის დატოვების ამსახველ კადრებს, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი ბარგს თავად ალაგებს, კომენტარი გაუკეთა:
"ამ კადრებიდანაც ჩანდა, რომ სააკაშვილი დაამცირონ, ანუ პრეზიდენტი არა ისა, ორი პარკით მოდის და თავისი ნივთები მოაქვს" - განაცხადა უგულავამ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით საქართველოს ექსპრეზიდენტმა, რამდენიმე მუხლით გასამართლებულმა მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


ოფიციალური ინფორმაციით, სააკაშვილმა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკაც დააზიანა.


წყარო: newspress.ge