გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურს (KNPS) შორის მემორანდუმი გაფორმდა

9-11-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურის (KNPS) წარმომადგენლობის მიღება გაიმართა. მიღების ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა, კორეის ეროვნული პარკების სამსახურის თავმჯდომარემ, ჰიუნგ-კუნ სონგმადა საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, საქმეთა რწმუნებულმა, დაესუ ჩანგმა საქართველო-კორეის ეროვნული პარკების სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


შეხვედრის ბოლოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურის თავმჯდომარემ, ჰიუნგ-კუნ სონგმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებით მართვას, ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასა და კონსერვაციას ითვალისწინებს.


„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს ეროვნული პარკების ინტეგრაციას საერთაშორისო სივრცეში. კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურთან ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები დაათვალიერებენ საქართველოს უნიკალურ ბუნებას და გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, რის შემდეგაც, დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები საქართველოსა და კორეის ეროვნული პარკების სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.


ურთიერთგაგების მემორანდუმი ორი ქვეყნის ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებით მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს, მათ შორის, დაცული ტერიტორიების თანამშრომლების გადამზადებას, ტრენინგებსა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამებს.


„მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში და ვეცნობით საქართველოს ულამაზეს ბუნებას. საქართველოსა და კორეას მსგავსი ისტორია და კულტურა აქვთ, უნიკალური ენა, უნიკალური კულტურული თუ ბუნებრივი მემკვიდრეობა, რომელიც კაცობრიობამ უნდა შეინარჩუნოს. დღევანდელი ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა ერთად განვითარების შესაძლებლობას ემსახურება, მართვის ტექნიკების თუ სხვა გამოცდილების გაზიარებით. იმედი მაქვს, საქართველოს ეროვნული პარკების ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ეწვევიან კორეას და ჩვენი ბუნების სილამაზეს გაეცნობიან“, - განაცხადა კორეის ეროვნული პარკების სამსახურის თავმჯდომარემ, ჰიუნგ-კუნ სონგმა.


დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურს (KNPS) შორის, ბოლო წლების განმავლობაში, მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის, ალგეთის ეროვნულ პარკში მოეწყო საქართველო-კორეის ეროვნული პარკების ერთობლივი ფოტო-გამოფენა. ამ და სხვა ღონისძიებებმა საფუძველი ჩაუყარა ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებს გარემოს დაცვის მიმართულებით და გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები სამომავლო თანამშრომლობისთვის.


საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კორეის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები ყაზბეგისა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, მარტვილის კანიონს და იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებს დაათვალიერებენ.