გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ნატოს დღეების ფარგლებში ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

26-04-2018

საქართველოში ნატოს დღეების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორგანიზებით, ბათუმში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ნატოსთან თანამშრომლობისა და შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა სანაპირო დაცვის ბათუმის ნავმისადგომი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფი“ დაათვალიერეს. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება ნატოს როლისა და მნიშვნელობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ნატოს დღეები საქართველოში მეთერთმეტედ აღინიშნება და 1-ელ მაისამდე გაგრძელდება.