გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მთავრობის ადმინისტრაციაში ქალთა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა

9-11-2021

მთავრობის ადმინისტრაციამ ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ'' ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს (GREVIO) უმასპინძლა. შეხვედრას გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიის, სხვადასხვა უწყებების და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.


ჯგუფთან ერთად განიხილეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები და GREVIO-სთვის 2020 წელს წარდგენილი ანგარიშის შემდგომი პროგრესი.


მონტორინგის ჯგუფი, თემატურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, თვითმართველობების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორთან, ასევე ესტუმრება ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს გორში.


აღნიშნული ვიზიტის საფუძველზე, ჯგუფი შეიმუშავებს შეფასებისა და მონიტორინგის ანგარიშს. ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს რეკომენდაციებს. აღნიშნული ანგარიში 2022 წლის ბოლომდე გამოქვეყნდება.