გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავში 2 მლნ ლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა

27-04-2018

რუსთავში, უახლოეს მომავალში 2 მლნ ლარზე მეტი ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

სამუშაოებს რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები - შპს სამშენებლო კომპანია მაგისტრალი და ,,ნიუგრუფ/NEWGROUP'' შეასრულებენ.

კომპანიების წამომადგენლებს დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილე დავით კეკელიძესთან ერთად შეხვდა. 
შეხვედრაზე სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებსა და რუსთავის მერიას შორის სატენდერო ხელშეკრულებები გაფორმდა.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მოხდება შემდეგი ქუჩების კეთილმოწყობა : ტურგენევის N2-დან ქუჩიშვილის ქუჩამდე, ქუჩიშვილის I ჩიხი; ორბელიანის და წულუკიძის ქუჩები, წულუკიძის ქუჩის 1-ლი, მე-2 და მე-3 შესახვევი, ჭონქაძის და ერისთავის ქუჩა; ქუჩიშვილის და XI მიკრორაიონის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი; ქუჩიშვილის და სანაპიროს დამაკავშირებელი გზა, ღლონტის ქუჩა, ქუჩიშვილის ჩიხი; ცოტნე დადიანის და ბესიკის ქუჩები.
დაიგება 20475 მ2 ა/ბეტონის საფარი ტროტუარებით. 
სამუშაოების ღირებულება 1 მლნ 087, 776 ათასი ლარია და ცენტრალური ბიუჯეტიდან იხარჯება. 
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე, ვახუშტის, იაღლუჯის, გორის,, ვაჟა ფშაველას ქუჩებს, ყაზბეგის ქუჩის I, II გასასვლელს, I და II ჩიხებს, ვაჟა ფშაველას ჩიხს, გორისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების დამაკავშირებელ გზას. 
ასფალტის საფარი შეიცვლება 20 438 კვ.მ ფართობზე, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი საერთო სიგრძით 1821 მეტრი. სამუშაოებისთვის 1 მლნ 406, 999, 99 ლარი ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

მიმდინარე წლის ბოლომდე, რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სულ 12 მლნ ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.