გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერ-მინისტრი Siemens Energy-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

9-11-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანული კონგლომერატის, Siemens Energy-ის ვიცე-პრეზიდენტ არიელ პორატს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყანას, როგორც ევროკავშირთან, ისე მეზობელ სახელმწიფოებსა და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აძლევს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, Siemens Energy დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.


პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება Siemens Energy-ის დაინტერესებას ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს და წარმოების შესაძლებლობების გაცნობის კუთხით და მზადაა, მათ მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი.


გერმანული მულტინაციონალური კონგლომერატი Siemens-ი არაერთი მიმართულებით საქმიანობს და დასაქმებული ჰყავს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი.