გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შალვა პაპუაშვილი და თამარ ტალიაშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ექსპერტებს შეხვდნენ

9-11-2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოადგილესთან, თამარ ტალიაშვილთან ერთად ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ექსპერტებს შეხვდა.


მხარეებმა საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილების გაძლიერების მხარდაჭერის შესაძლებლობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის სხვადასხვა მექანიზმებზე მათ შორის, თემატურ მოკვლევაზე, მინისტრის საათზე და სადეპუტატო კითხვასთან დაკავშირებით.


„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ექსპერტი, კენ მაკინტოში დაინტერესდა როგორია ჩვენი ხედვა საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების კუთხით და როგორ ხდება პრაქტიკაში ამის განხორციელება. ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ ეს ინსტრუმენტები განსხვავდება უმრავლესობის და ოპოზიციის ხელში. მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის, ამ კუთხით მოხდეს უფრო მეტად ყურადღების მიქცევა, რათა ის პერსპექტივები გააცნობიეროს ყველა დეპუტატმა, რომელიც აქვს ერთის მხრივ უმრავლესობის წევრს, მეორე მხრივ კი ოპოზიციას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


„მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი მუშაობს შესაბამის რეკომენდაციებზე და ჩვენ ველოდებით რომ ეს შეხვედრაც შეიტანს თავის წვლილს იმაში, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმები და მისი გამოყენების პრაქტიკა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობას ამ მიმართულებით ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.


განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მადლობა გადაუხადა შეხვედრაში მონაწილე ექსპერტებს, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებს, კენ მაკინტოშს და თამარ ჩუგოშვილს.