გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვახტანგ ჭარაია: მივესალმები კონკურენციის სააგენტოს და პრემიერ მინისტრის წამოწყებას ფარმაცევტული სექტორის საბოლოოდ დარეგულირებასთან დაკავშირებით

9-11-2021

„როგორც იქნა, ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგების დროც დადგა. ეს იმ კატეგორიათა რეფორმას განეკუთვნება, რომელიც დაუყოვნებლივ და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის კეთილდღეობას. მართალია, ჩემი დამოკიდებულება ზოგადად პრობიზნესურია, თუმცა ეს ის შემთხვევაა როდესაც მრავალწახნაგოვან მიზეზთა გამო ნათლად იკვეთება მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფა, იქნება ეს შეუსაბამო საკანონმდებლო ბაზის, არასკმარისი კონკურენციის, მუტირებული სტრუქტურის თუ სხვათა შედეგად,“ - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.


მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკები არ ცნობს ჰოლდინგურ სისტემას ჯანდაცვის სისტემაში, არც საკუთარი წამლების გამოწერას პაციენტისთვის და არც ოლიგოპოლიურ კავშირებს, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია საქართველოს შემთხვევაში. „შესაბამისად, ყველანაირად მივესალმები კონკურენციის სააგენტოს და პრემიერ მინისტრის წამოწყებას ამ სექტორის საბოლოოდ დარეგულირებასთან დაკავშირებით. დადგა დრო ფარმცევტულ სექტორში კონკურენციამ და სამართლიანობამ დაისადგუროს,“ - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.