სამშაბათი, ივნისი 24, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
კონსტანტინე შარაშენიძე: ჩვენ მოვიგეთ ომი!

24-11-2017

ოზურგეთის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ ოზურგეთლებს ნდობისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მერი  მოქალაქეებს ერთგულ სამსახურსა და გასაჭირში დახმარებას დაჰპირდა:


"ჩემო ოზურგეთლებო! ყველას მოგისმენიათ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა "საქართველო", სადაც ის მღერის" ჩვენ მოვიგებთ ომს!" დიახ, ჩემო ერთგულო ამომრჩევლებო, ჩვენ მოვიგეთ ომი! ეს ომი იყო უთანასწორო. ვიბრძოლეთ სუფთა ხელებით, მწირი რესურსებით და შესაძლებლობებით. მთავარია, იყოს ხალხის ძალა და მას ვერავინ შეაჩერებს. ეს ძალა იყავით თქვენ, მოუსყიდველები, უშიშრები და რწმენით სავსენი. ძალა აღმართს ხნავსო, ყველას გაგვიგია და სწორედ ეს შევძელით ჩვენ. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ოზურგეთი იქცა მაგალითად, თუ რა შეუძლია ხალხის თავდადებას. ოზურგეთმა ეს შეძლო, ოზურგეთმა ეს დაამტკიცა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

მე გპირდებით ერთგულ სამსახურს, ყურადღებით მოსმენას, თქვენი გასაჭირის გაზიარებასა და გვერდში დგომას. ეს აუცილებლად გამოგვივა. მადლობა ნდობისთვის ჩემო კარგო ადამიანებო!- წერს კონსტანტინე შარაშენიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ  ოზურგეთის მერის არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ გაიმარჯვა. ოზურგეთის N60 საარჩევნო ოლქის 62 უბნის შედეგებით მან  ამომრჩეველთა ხმების 50,11% (17 306 ხმა) მიიღო.