გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რა ავტომობილებს ფლობენ ქართველი მინისტრები და მათი ოჯახები

27-04-2018

ხელისუფლების მაღალჩინოსნების ქონება ყოველთვის ინტერესს იწვევს და ხშირად კრიტიკის ობიექტიც ხდება ხოლმე. საინტერესოა, რა მარკისა და ღირებულების ავტომობილებს ფლობენ თავად ისინი და მათი ოჯახები? - მინისტრების ოჯახების კუთვნილი ავტომობილებით Allnews.ge დაინტერესდა.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის კუთვნილი ავტომობილი 2006 წელს გამოშვებული "მერსედეს-ბენცია", რომელიც მესაკუთრემ 2012 წელს 10 000$-ად შეიძინა.

2017 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მეუღლე, მარიკა ფანცულაია "ტოიოტა რავ 4"-ს ფლობს, რომელიც 22 000$-ად აქვს შეძენილი.

დეკლარაციის მიხედვით, ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ოჯახს ერთი ავტომობილი ჰყავს. მინისტრის მეუღლე ნინო ეგრისელაშვილი Toyota Avensis 2011-ის მფლობელია, რომელიც ჩუქებით აქვს მიღებული.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკოს 2014 წელს აქვს შეძენელი Toyota Prado. სერგეენკომ ავტომობილი 39 200$-ად იყიდა.

ლევან დავითაშვილს, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრია, დეკლარაციაში მეუღლის, თეა ფარქოსაძის ავტომობილი აქვს მითითებული. დეკლარაციის მიხედვით, "მერსედეს-ბენცის" მარკის ავტომობილი, 2016 წელს 19 000$-ადაა შეძენილი.

უფრო ვრცლად სანახავად იხილეთ ambebi.ge