გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თურქეთში მოკლულის შვილი - მამაჩემის ცხედარს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, რის გამოც მისი ამოცნობა გამიჭირდა

27-04-2018

მამაჩემი თურქეთში მოკლეს, ცხედარს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, - ეს განცხადება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ლუხუმ ჯანჯარიას შვილმა ლევან ჯანჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, რის გამოც ცხედრის ამოცნობა გაუჭირდა. 
ლუხუმ ჯანჯარიას ოჯახის წევრები მკვლელობაში ქართველებს ადანაშაულებენ, თუმცა კონკრეტულად ვის გულისხმობენ, ჟურნალისტებს არ განუმარტეს. 
ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარი საქართველოში დღეს დილით გადმოასვენეს. 
47 წლის ლუხუმ ჯანჯარია სტამბოლის სკვერში ყელის არეში მიყენებული ჭრილობებით მოკლული იპოვეს. იგი სამუშაოდ თურქეთში რამდენიმე დღის წინ წავიდა.

"ინტერპრესნიუსი"